საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას ხაზინის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (არასტანდარტული გრაფიკი, შესაძლებელია ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობა).
ანაზღაურება: ფიქსირებული 1875 ლარი თვეში (მინუს საპენსიო 2% და საშემოსავლო 20%, რაც გულისხმობს ხელზე ასაღებ 1470 ლარს თვეში)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
მისამართი: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო აღწერილობა:
- ინკასაციების შესახებ ფილიალების წერილობითი ინფორმაციული უზრუნველყოფა;
- უნაღდო კონვერტაციების შესახებ კომპანიის კლიენტების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
- საბანკო პროგრამაში დავალებების შექმნა;
- სახაზინო ელ. ჟურნალში ინფორმაციის ასახვა;
- ფულადი გზავნილების პროგრამაში მუშაობა;
- ხაზინის დეპარტამენტში არსებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
- საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საქმიანი მიმოწერისა და მეილის გამოყენების გამოცდილება;
- ინგლისური ენის სამომხმარებლო დონის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარები.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის
გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებებს!