ROOMS-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო “ROOMS Batumi” აცხადებს ვაკანსიას აუზის მიმღების პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს სტანდარტის თანახმად, შეხვდეს აუზის სტუმარს, გადაამოწმოს და გაატაროს რეგისტრაციის პროცედურა.
- თავაზიანად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმარს აუზის, ასევე, სასტუმროს სხვა სერვისების შესახებ, რათა გაზარდოს სასტუმროს პროდუქტების/სერვისების გაყიდვები;
- უპასუხოს სატელეფონო ზარებს / შეტყობინებებს;
- მოახდინოს როგორც აუზის, ასევე, მიმღების სისუფთავის მონიტორინგი;
- აწარმოოს გადახდები, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე, საბანკო ბარათებით;
- აწარმოოს გადახდების მონიტორინგი და დარწმუნდეს, რომ მიღებული გადახდა ასახულია სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- ყოველი ცვლის დასაწყისში შეამოწმოს პროგრამაში დატოვებული ინფორმაცია;
- პროგრამაში შეიყვანოს სტუმრის შესახებ არსებული საჭირო მონაცემები;
- ყურადღებით შეავსოს და აწარმოოს დეპარტამენტის ყველა ფორმა;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.