Premium

მთავარი ბუღალტერი

04 July - 17 July
Details
Address
38 შუშის ქუჩა, თბილისი
Salary
4000-4500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00

Vacancy description

შპს Sonniva Georgia აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 


კომპანია სონნივა ჯორჯია  არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან.  კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს. 


ძირითადი მოვალეობები:


  • მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;
  • RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა, ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ნაშთების კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების ტრანზიტების გასწორება;
  • საიჯარო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა ტიპის ხარჯების აღრიცხვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
  • სალაროსა და რეალიზაციების შედარება ყოველდღიურად
  • გაყიდული საქონლის და თანხების შედარება პროგრამასა და RS.GE-ზე
  • ვადაგადაცილებული დავალიანების კონტროლი და რეპორტინგი
  • საგადასახადო კანონმდებლობაში სიახლეების შესახებ შეტყობინება, საგადასახადო საკითხებთამ დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • თურქული და ქართული ენების ცოდნა (სასურველია) 
  • Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:


  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პუნქტუალურობა.

ხელფასი:  4000-4500 ლარი

სამუშაო საათები: 09:00-18:00

დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა. 

ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. 

მისამართი: თბილისი, შუშის ქუჩა 38 (ავჭალა). 


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე !


გისურვებთ წარმატებებს! 


04 July - 17 July