საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში შესყიდვების მენეჯერის თანაშემწეს თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი თუ ზეპირი ურთიერთობა
წლიური/ კვარტლური შესყიდვების გეგმის დამუშავება/განახლება კომპანიის გაყიდვების გეგმიდან და დაგეგმილი ტრეიდ-მარკეტინგული აქტიობებიდან გამომდინარე
მომწოდებლების პორტალზე შეკვეთების განთავსება და შემდგომ მისი დროული მოწოდების უზრუნველყოფა
კომპანიის და მომწოდებლების მიერ დასახული შესყიდვების გეგმის შესრულება და უზრუნველყოფა
შესყიდვების რეპორტის წარმოება
რეგიონების მიხედვით შეკვეთების გადანაწილება გაყიდვების ანალიზიდან და ტრეიდ-მარკეტინგული აქტიობებიდან გამომდინარე
ყოველდღიური პროდუქციის წვდომის რეპორტის წარმოება
უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისური და რუსული (აუცილებელი) ენის ცოდნა
სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია( არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება.
Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება
სხვა უნარები:
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
ანაზღაურება 1000 - 1500 ლარი გამოცდილების შესაბამისად.
ჯანმრთელობის დაზღვევა.
FitPass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.