Standard

ბელბოი

18 June - 18 July
Details
Address
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.


სასტუმრო “ROOMS Tbilisi ” აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.


მოვალეობები:


  • სტუმრებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა, ობიექტზე პოზიტიური გარემოს შექმნა და შენარჩუნება
  • სტუმრის კუთვნილ ოთახამდე მიცილება, ბარგის ატანაში დახმარება
  • სტუმრის ბარგის, საჭიროების მიხედვით, დაბინავება და მოფრთხილება
  • სტუმრის ინფორმირება სასტუმროს სერვისების შესახებ
  • სისუფთავის შენარჩუნება ფოიესა და ბარგის ოთახში

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/owMPbcB5br
Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
18 June - 18 July