პრემიუმი

პროექტების მართვის სპეციალისტი

18 ივნისი - 18 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:


  • კომპანიაში მიმდინარე პროექტების აღსრულების მონიტორინგი;
  • პროექტების მუდმივი მონიტორინგი მიზნებთან და ვადებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • პროექტიდან გამომდინარე განახლებული ბიზნეს პროცეს(ებ)ის გაწერა, შეთანხმება და დანერგვა - ცვლილებების მართვა;
  • არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა და ცვლილებების განხორციელება დადგენილი წესით;
  • პროექტის გუნდების და IT გუნდების სამუშაოების კოორდინაცია, მათი საქმიანობის შემაჯამებელი პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
  • სხვა პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
  • პროექტების მართვის გამოცდილება;
  • MS Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ პროფესიონალურ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი უნარი;
  • PMP (Project Management Professional) სერთიფიცირება ან პროექტების მართვის სიღრმისეული კურსის გავლა (მაგ. Master’s Certificate in Project Management) ჩაითვლება უპირატესობად;

 

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.


დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.


ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე:

კატეგორია
დაზღვევა
სლოგანი
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
სოციალური ქსელები
18 ივნისი - 18 ივლისი