Standard

ფილიალის მენეჯერი (მარნეული)

14 July - 18 July
Details
Address
Kvemo Kartli
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" ეძებს გამოცდილ ფილიალის მენეჯერს მარნეულში, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება ოქროს ექსპერტ-შემფასებლად.


ვინ ვართ ჩვენ?


„ინტელიექსპრესი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ფინანსურ სექტორში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი მიზანია მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და განვავითაროთ ფილიალების საქმიანობა.


სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი შესრულებული გეგმის მიხედვით

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ნომერი


მოვალეობები:


  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური მართვა და გუნდის ოპერატიული კოორდინაცია;
  • ტალანტების მართვა და მათი განვითარება;
  • კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა – აქ განსაკუთრებით ფასდება პირადი გამოცდილება და რეპუტაცია ამ სფეროში;
  • სალომბარდე და საკრედიტო პორტფელის განვითარება;
  • კონვერტაციებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა და შესრულება;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით სალომბარდე და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.

ძირითადი მოთხოვნა:


  • გამოცდილება ოქროს ექსპერტ-შემფასებლად – აუცილებელია, რომ კანდიდატი იყოს ამ სფეროში  ძლიერი და სანდო.


სხვა მოთხოვნები:


  • მინ. 1 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ხელმძღვანელის ან ანალოგიურ პოზიციაზე;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია);
  • აზერბაიჯანულის ცოდნა – უპირატესობად ჩაითვლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:


  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:  https://hel-ai.com/apply/38fAwVQb



„ინტელიექსპრესი“ გისურვებთ წარმატებას!

Category
Banking and Finances
Slogan
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
14 July - 18 July