Standard

ბარისტა

19 June - 19 July
Details
Address
ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი
Salary
700-1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

Swaggy Game უკვე ერთ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მცირე დროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახდა ადგილობრივ გეიმინგ ინდუსტრიაში. ჩვენი ძლიერი მხარეა ერთიანობა, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და იდეალურად ჩამოყალიბებული სამუშაო კულტურა. ეს ყველაფერი არ არის! სულ მალე Swaggy Game ყველასგან განსხვავებული სივრცით და უახლესი კომპიუტერებით წარსდგება თავისი მომხმარებლის წინაშე!

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ბარისტას, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და გახდება გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი.

რას გთავაზობთ?

  • მეგობრულ გარემოს
  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ორჯერ, 7 საათიანი დატვირთვა
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას
  • ანაზღაურება: 700–1500₾, გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად
რას ველით შენგან?

  • პასუხისმგებლობის გრძნობას და ორგანიზებულობას
  • გუნდური მუშაობის უნარს
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და დროის მართვის უნარს
  • კლიენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

თუ მზად ხარ ახალ გამოწვევებთან ერთად განვითარდე და მართო პროცესები ზრდად კომპანიაში, გამოაგზავნე შენი რეზიუმე.

გეიმინგი მხოლოდ დასვენება არაა – ეს კარიერაც შეიძლება იყოს!

შეიტანე შენი წვლილი Swaggy Game-ის წარმატებაში
Category
Customer relations
Sales
Digital marketing
Location
ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი, საქართველო
19 June - 19 July