საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჯანმრთელობის დაზღვევა;
FitPass
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.
მისამართი : თბილისი, ა.წერეთლის გამზირი N 113დ.
პიროვნული თვისებები:
გუნდურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
შრომისმოყვარეობა;
კომუნიკაბელურობა;
კომპიუტერული პროგრამების ფლობა, უმაღლეს დონეზე (MS Excel, Word).
კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება
ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების/ბიუჯეტის მომზადება;
კომპანიის ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
კომპანიის ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ანგარიშგების მომზადება ზემდგომი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
შიდა ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფა;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ფინანსური მენეჯერი“.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."