Standard

სამკერვალოს და The Shop-ის ადმინისტრატორი

20 June - 20 July
Details
Address
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამკერვალოს და The Shop-ის ადმინისტრატორის პოზიციაზე


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • საოფისე და ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება
  • თანამშრომლების ცვლების , შვებულებების და მივლინებების ადმინისტრირება
  • თანამშრომლების ინფორმირება კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და ცვლილებების შესახებ
  • შეხვედრების, ვიზიტების და მივლინებების დაგეგმვა
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება
  • ოფისის და სამკერვალოს მარაგების მართვა, საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვის კოორდინაცია
  • დოკუმენტაციის მართვა (ხელშეკრულებები, აქტები და სხვ.)
  • ინვენტარის გამართული მუშაობისა და სანიტარული ნორმების კონტროლი
  • სამკერვალოს და მაღაზიის ტექნიკური საკითხების მართვა
  • გეგმიურ აღწერებსა და ინვენტარიზაციებში მონაწილეობა

დამატებითი მოთხოვნები:


  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მოთამაშე;
  • პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
  • დაკვირვებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/2G9XrUtbJH


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
20 June - 20 July