Standard

რეგისტრაციების დეპარტამენტის ცვლის უფროსი

20 June - 20 July
Details
Address
Tbilisi
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

Adjara Group არის ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს კრეატიულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან და საქართველოს კულტურას საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს. კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი განსხვავებული სასტუმროებით, მრავალფუნქციური სივრცეებით, რესტორნებითა და ბარებით, ხელს უწყობს ქვეყნაში ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ქართული ბრენდების შექმნით, აჭარა ჯგუფი ქმნის დინამიურ ეკოსისტემას, რომელიც აკავშირებს ადგილობრივ თემებსა და საერთაშორისო სტუმრებს, ახალი სტანდარტების დამკვიდრებით კონტექსტზე დაფუძნებული განვითარების მიმართულებით.


„აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების დეპარტამენტის ცვლის უფროსის პოზიციაზე


სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 5

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური კოორდინაცია;
  • თანამშრომლების სამუშაო განრიგის დაგეგმვა;
  • რეგისტრაციების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის დაგეგმილი ტრენინგების მომზადებაში, დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
  • შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვის პროცესის კონტროლი;
  • მიმდინარე პროცესებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ფლობა: ნომრების დაჯავშნა, სტუმრის განთავსება/გაცილება, ელექტრონული წერილების მიღება და გაგზავნა;
  • რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
  • გამსვლელ სტუმართა სიის ანგარიშების წარმოება;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;

დამატებითი მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

    ჩვენ გთავაზობთ:


  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;

 აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/HA6Ws1UMkC

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
20 June - 20 July