Standard

ფილიალის მენეჯერი (ბათუმი)

24 June - 24 July
Details
Address
Ajaria
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (საჭიროების შემთხვევაში ცვლაში მუშაობა)
ანაზღაურება: ფიქსირებული + 3 ტიპის ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/ ულიმიტო სასაუბრო დრო
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბარათაშვილის ქ. 25

 სამუშაო აღწერილობა:

  • სალომბარდე საქმიანობის მართვა და ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია(ოქროს ლომბარდი, ფულადი გზავნილები, კონვერტაცია და ა.შ.);
  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი;
  • გუნდის ეფექტური მართვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი;
  • ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა (ოქროს ლომბარდი, ფულადი გზავნილები, კონვერტაცია და ა.შ.);
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ცვლაში მუშაობა საოპერაციო და სალომბარდე მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოპერაციო განყოფილებაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სალომბარდე საქმის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
გთხოვთ,  გამოაგზავნოთ განაცხადი https://hel-ai.com/apply/ibXucttd

''ინტელიექსპრესი'' გისურვებთ წარმატებებს!
Category
Banking and Finances
Slogan
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
24 June - 24 July