კომპანია: iPlus
ვაკანსიის დასახელება: პროგრამული კონსულტანტი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მოგზაურობის საჭიროება: არა
ენები: ქართული (სავალდებულო), ინგლისური (სასურველი), რუსული (სასურველი)
ვინ ვართ ჩვენ?
iPlus არის Apple-ის ტექნიკის, აქსესუარების და სერვისების უმსხვილესი იმპორტიორი რეგიონში. ჩვენს სერვისს უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი ენდო, და დღითიდღე ვზრდით ხარისხისა და კმაყოფილების სტანდარტებს.
რას აკეთებს პროგრამული კონსულტანტი?
თქვენი მთავარი ამოცანა იქნება Apple-ის პროდუქციის შეძენის შემდეგ მომხმარებლების მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით:
მაგალითისთვის:
- iPhone-ის და სხვა მოწყობილობების საწყისი კონფიგურაცია
- Apple ID-ის, ექაუნთების შექმნა და მართვა
- მონაცემების გადატანა ძველი მოწყობილობებიდან
- ძირითადი ფუნქციონალის მომხმარებლისთვის გაცნობა და სწავლება
რას ველით თქვენგან?
- გულწრფელი სიყვარული Apple-ის პროდუქციის მიმართ
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტაცია
- გუნდური მუშაობის უნარი
- მოტივაცია და განვითარების სურვილი
რას გთავაზობთ ჩვენ?
- სტაბილური სამუშაო გარემო
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- კონკურენტული ანაზღაურება საქართველოს ბაზარზე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე) + ბონუს სისტემა
- 2 კვირიან სტაჟირებას სწავლებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)