საბუღალტრო და აუდიტორული კომპანია შპს „ალტიდო“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის-ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.
ჯგუფის უფროსის უშუალო მოვალეობაა უხელმძღვანელოს ჯგუფში შემავალი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვას და კოორდინაცია გაუწიოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ბუღალტრების მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
ჯგუფში შემავალი ბუღალტრების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი.
პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი.
ყოველთვიური და ყოველწლიური წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ეკონომიკური განათლება
მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულად ცოდნა
ACCA სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცონდა
აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცონდა
"Oris ბუღალტერიაში", “FINA”-ში ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
ინგლისური ენის ცოდნა
მაღალი პასუხისმგებლობის დონე
გუნდური მუშაობის უნარი
პუნქტუალური და სწრაფი
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: gkavelashvili@altido.ge
nmukhiashvili@altido.ge