შპს Sonniva Georgia აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
მოვალეობები და ვალდებულებები:
- ჩამოსული საქონლის სწორად დათვლა
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დაცლა-დალაგება
- მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
- რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა. (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შრომისმოყვარეობა
რას გთავაზობთ?
- კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1400 ლარი და 3 თვის შემდეგ 1500 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
- სამუშაო გრაფიკი - 5 დღიანი, დასვენება შაბათ-კვირას.
- კომფორტული სამუშაო გარემო.
- კვება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშის ქუჩა 38
გისურვებთ წარმატებებს!