Standard

აუზის მიმღები

24 July - 23 August
Details
Address
Ajaria
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

პროექტი „შუქურა “ აცხადებს ვაკანსიას აუზის მიმღების პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ციხისძირი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • აუზის ტერიტორიაზე სტუმრების მიღება;
  • აუზით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • სტუმრების მხრიდან უკუკავშირის მიღება და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მომსახურების შეთავაზება;
  • აუზის სარგებლობისთვის საჭირო გადახდის პროცედურების მართვა.
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/brt7dBmxyv

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
24 July - 23 August