ვაცხადებთ ვაკანსიას შემომყვანი ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე
ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს შემომყვანი ტურიზმის მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.
მოვალეობები:
ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;
კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ/რუსულ ენებზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე;
ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;
ჯავშნების მართვა, ვაუჩერების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მგზავრობის დროს.
მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში
ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი); დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;
შესაძლებლობას შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;
კონკურენტულ ხელფასს და ბონუს სისტემას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგავნოთ თქვენი რეზიუმე.