Premium

ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი

31 July - 30 August
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

NB Dental-ნინო ბერიძის კლინიკა -  საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა,  რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!


ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ კანდიდატს ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე,  რომელიც წარმართავს ქოლ-ცენტრის ოპერაციებს და მართავს გუნდის ეფექტიან მუშაობას.


ძირითადი მოვალეობები:


  • ქოლ-ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების შედგენა, მართვა 
  • ოპერატორების გრაფიკების შედგენა, მონიტორინგი და დატვირთვის განაწილება
  • შემომავალი და გამავალი ზარების ხარისხის კონტროლი (ზარების მოსმენა, უკუკავშირი)
  • სტანდარტული სქრიპტებისა და კომუნიკაციის პროცედურების დანერგვა
  • გუნდის წევრების სწავლება, მოტივაცია და განვითარება
  • ჩაწერების ეფექტიანობის, ვიზიტების შევსებისა და KPIs ანალიზი
  • რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის (დღიური/კვირეული/თვიური მაჩვენებლები)
  • პაციენტების უკუკავშირის მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მინ. 2 წლიანი გამოცდილება ქოლ-ცენტრის მენეჯმენტში (სასურველია ჯანდაცვის სფეროში)
  • გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი
  • კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის ძლიერი უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე მოტივირებული
  • საოფისე პროგრამების და CRM სისტემების ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და რუსული – სასურველი

სამუშაო განაკვეთი: 


  • სრული სამუშაო განაკვეთი: 5  სამუშაო დღე 40 საათი

ჩვენ გთავაზობთ: 


  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას გუნდის შედეგებზე დაყრდნობით
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას — მონაწილეობა კლინიკის სტრატეგიულ განვითარებაში
  • მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას
  • კომფორტულ, კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
  • თანამედროვე სამუშაო ტექნოლოგიებსა და CRM სისტემებს
  • ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას კლინიკის შიგნით

 

დაინტერესების შემთხვევაში   გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე.


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. 

გისურვებთ წარმატებებს ! 


31 July - 30 August