Premium

მოლარე ოპერატორი

03 September - 07 September
Details
Address
244 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
Salary
1200-1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00

Vacancy description

ჩეხური საავტომობილო კომპანიის “შკოდას” ოფიციალური დისტირბუტორი საქართველოში “ავტო ცენტრი თბილისი”, ეძებს გუნდის ახალ წევრს, მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.


“ავტო ცენტრი თბილისი”, წარმოადგენს ჩეხური ავტომწარმოებლის VW-ის ჯგუფის წევრის „შკოდას“  ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. რაც გულისხმობს ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ქართულ ბაზარზე და საქართველოს მომხმარებლებისთვის ავტომობილის ყიდვისა და სერვისის უზრუნველყოფას.


სამუშაო დრო:  ორშაბათი-პარასკევი - 10:00 - 18:00 

                            შაბათი - 10:00 - 16:00                        

ანაზღაურება: 1200-1500 (ნეტ) ლარი. 1000 ლარი ფიქსირებული + საბონუსე ანაზღაურება.

მისამართი: ქ. თბილისი  აღმაშენებლის ხეივანი #244



ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:


  • გადახდების პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

  • სალარო აპარატში თანხის გატარება;

  • სალაროს დღიური ანგარიშის წარმოება;

  • ომხმარებლის რეგისტრაცია

  • მომხმარებლისთვის  სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;

  • მომხმარებლისთვის ჯავშნების პროცესში დახმარება;

  • ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი

  • დოკუმენტაციის მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტებით; 

  • სერვისის კონსულტანტთან, საწყობის მენეჯერთან, სერვის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;

  • მომხმარებელთან სატელეფონო უკუკავშირის უზრუნველყოფა სერვისის დასრულების შემდგომ; 

  • ყოველი დღის ბოლოს გატარებების და გადახდების მონიტორინგი;


ძირითადი მოთხოვნები:


  • ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

  • სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

  • სასურველია ავტომანქანის მახასიათებლების ცოდნა;

  • MC office- ის ცოდნა;


სხვა მოთხოვნები:


  • დეტალებზე ორიენტირებულობა

  • პასუხისმგებლობის გრძნობა

  • დროის მართვის უნარი

  • კოლეგიალურობა

  • კომუნიკაციის უნარი



დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.


განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 06.09.2025 წ.


„შკოდა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"შკოდა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "შკოდა" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

03 September - 07 September