მოაწესრიგოს ღონისძიებების სივრცეები და უზრუნველყოს მაგიდების სწორად და ესთეტიურად გაწყობა;
უზრუნველყოს კერძების, სასმელების და დესერტების დროულად და სუფთად გატანა;
აკონტროლოს საკონფერენციო ოთახებში გამოყენებული ტექნიკა და ინვენტარი, უზრუნველყოს მათი სწორად გამოყენება და უსაფრთხოდ დასაწყობება. დაზიანებების ან ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში – უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება;
ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს საკონფერენციო ოთახის დალაგება;
მოემსახუროს სტუმრებს თავაზიანად და პროფესიონალურად;
მოახდინოს დროული რეაგირება სტუმრის მხრიდან ინიცირებულ საკითხებზე; გაითვალისწინოს კომენტარები/რეკომენდაციები და მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
მიიღოს მონაწილეობა ღონისძიების დაგეგმვის პროცესში;
ეფექტურად ითანამშრომლოს საოპერაციო რგოლის მენეჯერებთან, სამზარეულოს და სერვისის თანამშრომლებთან;
ფლობდეს ინფორმაციას სიახლეებსა და დაგეგმილღონისძიებებზე;
უზრუნველყოს მასალების მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში იზრუნოს მათ შევსებაზე;
უზრუნველყოს მომსახურების სტანდარტების მაქსიმალური დაცვა;
საჭირო უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.