პრემიუმი

მოლარე-კონსულტანტი

14 აგვისტო - 13 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი
ხელფასი
1100-1300 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში.
კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
„აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო
ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა
წარმოდგენილი.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და
ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი,
სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა,
რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია
როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ
სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:

ქ. თბილისი

  • ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ბატა"
  • ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"
  • აღმაშენებლის გამზ. მაღაზია "კორსო იტალია"
  • სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
  • სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
  • სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
  • სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
  • სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.
  • მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)

ქ. რუსთავი

  • რუსთავი მოლი, შარტავა-ლომოურის კვეთა - მაღაზია "კორსო იტალია"

ქ. ზუგდიდი

  • ზუგდიდი მოლი, კოსტავას 28., მაღაზია „კორსო იტალია“

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა
დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.

ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული+ბონუსის
საშუალო მოცულობა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული
  • ინფორმაციის მიწოდება;
  • ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewform ?usp=pp_url ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@icr.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი რეგიონი (მაგ. მოლარეკონსულტანტი- ქ. თბილისი, „ქარვასლა“)
14 აგვისტო - 13 სექტემბერი