ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური დირექტორის
მოადილე- ATM და POS მიმართულებით,
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის
-"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს
საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ
გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ
ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia:
Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი
ფუნქცია - მოვალეობებია:
- ტექნიკური დეპარტამენტების მუშაობის კოორდინაცია და
ზედამხედველობა;
- სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება
ტექნიკური დირექტორის მხარდაჭერით;
- ძლიერი ტექნიკური გუნდის დაკომპლექტება პროფესიონალი
თანამშრომლებით, მათი დატრენინგება, ტექნიკური პროცესების გაზიარება.
- პროექტების მართვა: POS/ATM სისტემები, ვენდორებთან
კომუნიკაცია;
- SLA-ებთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური
რეპორტინგის უზრუნველყოფა ;
- დეპარტამენტებისთვის სამუშაო გეგმების და ინსტრუქციების
მომზადებაში მონაწილეობა;
- სერვის პროცესების გაუმჯობესება და ინფორმაციული უსაფრთხოების
კონტროლი;
- ტექნიკური პრობლემების ესკალაცია, პროცესების ავტომატიზაცია
და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- აუდიტის და კონტრაქტების პროცესში ჩართულობა, შიდა
და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა;
- ტექნიკური დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში – ფუნქციების
დროებითი გადაბარება .
პოზიციასთან დაკავშირებული
მოთხოვნები:
- განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე,
უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების
მქონე კანდიდატს;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონე;
- ძლიერი მენეჯერული თვისებები;
- გუნდის მერთვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
- სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო
საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
- ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,
აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური
მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი
რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა
შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის
გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/4OLgPhye