ჯუნიორ გაყიდვების მენეჯერი - კარიერა Ademotors-ში.
გიყვართ ავტომობილები და გსურთ გაყიდვების სფეროში კარიერის დაწყება? Ademotors არის სავალი და ძრავის ნაწილებზე სპეციალიზებული საცალო მაღაზია,რომელიც ეძებს მოტივირებულ ჯუნიორ გაყიდვების მენეჯერს.
რას გთავაზობთ:
- ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება - 1500 ლარი თვეში.
- ორთვიანი პერიოდის შემდეგ, თქვენი ანაზღაურება იქნება 1700 ლარი + ბონუსები შესრულების მიხედვით.
- ერთი წლის შემდეგ გადაიხედება თქვენი პოზიცია და ანაზღაურება.
საჭირო უნარები:
- ავტომობილის ნაწილების კარგი ცოდნა.
- Microsoft Office-ის და კომპიუტერული უნარების საბაზისო დონე.
- ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდულ და მონდომებულ კანდიდატს, რომელიც მზადაა ისწავლოს და განვითარდეს ავტომომსახურების გაყიდვების სფეროში.
ჩვენს შესახებ:
Ademotors-ის მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის სავალი და ძრავის ნაწილები. ჩვენი კომპანია მრავალი წელია სარგებლობს ბაზარზე მომხმარებელთა მაღალი ნდობით. ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ გუნდში ადამიანი, ვინც იზიარებს ჩვენს ენთუზიაზმსა და სიყვარულს ავტომობილებისადმი.