"Lealtor" — საინვესტიციო უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც 2023 წელს დაარსდა. ჩვენი მომსახურება ვრცელდება თბილისზე და მის შემოგარენზე. ვმუშაობთ არამხოლოდ კომერციულ და საცხოვრებელ ობიექტებზე, არამედ საინვესტიციო მიწის ნაკვეთებზეც. "ლეალტორი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს - პირველადი და მეორადი უძრავი ქონების ბროკერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3 სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ; ანაზღაურება: გამომუშავებით
სავალდებულო მოთხოვნები ორივე პოზიციაზე:
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში;
უცხო ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
პირველადი უძრავი ქონების ბროკერისთვის:
კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ანალიზი;
დეველოპერული პროექტების შეთავაზება;
ვიზიტების ორგანიზება პირველადი ობიექტებზე;
დეველოპერ კომპანიებთან კოორდინაცია;
ინდივიდუალური ბაზის შექმნა და განახლება;
ახალი პროექტების წარდგენა კლიენტებისთვის.
შემოსული ლიდების დამუშავება
მეორადი უძრავი ქონების ბროკერისთვის:
საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების ბაზრის მონიტორინგი;
გასაყიდ/გასაქირავებელ ობიექტებზე ინფორმაციის მოძიება;
კლიენტებთან კომუნიკაცია და ობიექტების შეთავაზება;
მონაცემთა ბაზის განახლება;
ქონების განთავსება ვებ-პლატფორმებზე;
ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება.
რას გთავაზობთ ჩვენ:
მაღალი მარკეტინგული ბიუჯეტი თითოეული აგენტისთვის;
წვდომა უძრავი ქონების ფართო აუდიტორიაზე;
პროფესიონალებით დაკომპლექტებული და მეგობრული გუნდი;
კომფორტული სამუშაო სივრცე;
იურიდიული და ბუღალტრული მხარდაჭერა;
კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
ულიმიტო სასაუბრო დრო და მობილური ინტერნეტი;
ინდივიდუალური ლეპტოპი და ბაზის მართვის სისტემა;
კონკურენტული საპროცენტო ანაზღაურება.
თუ გაქვს ინტერესი გაყიდვების მიმართულებით, გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
წერილის თემაში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება (პირველადი ან მეორადი უძრავი ქონების ბროკერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია "ლეალტორი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ლეალტორმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.