Premium

პროექტის მენეჯერი

20 October - 22 October
Details
Address
Tbilisi
Salary
1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Remote
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს ამერიკულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. 

საქმიანობის სფერო - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, პროექტირება, მშენებლობა და რემონტი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, დღის მეორე ნახევარი (12:00-დან)
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: 1500 ₾

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის კონტროლი, ბიუჯეტირება, დოკუმენტწარმოება;
  • მიმდინარე სამუშაოების ტექნიკური დაგეგმვა და კონტროლი;
  • დაგეგმილ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება, შეთავაზებების აღება და კონტრაქტინგი;
  • სამუშაოების ვადების კონტროლი;
  • პროექტზე არსებული სტატუსის ფლობა და რეპორტინგი;
  • შესაბამის საკანონმდებლო ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • ექსპლუატაციაში მიღების პროცესის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის კითხვის უნარი 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • არქიტექტურული ან საინჟინრო მიმართულებით განათლება/მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

20 October - 22 October