სტანდარტული

გაყიდვების მენეჯერი

22 სექტემბერი - 22 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

,უდაბნო ’’ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: უდაბნო

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბაზრის ანალიზი სასურსათო და ტექნიკური პროდუქტების მიმართულებით;
  • გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და შესრულებაზე კონტროლი;
  • ახალი პარტნიორების, დისტრიბუტორებისა და მყიდველების მოძიება;
  • არსებული კლიენტების ბაზის მართვა და გაძლიერება;
  • პროდუქტის პოზიციონირება და რეკლამირება;
  • მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • შესაბამისი გაყიდვების არხების შერჩევა
  • პროდუქტის აღწერებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • სოფლის მეურნეობისა და ტექნიკის გამოფენებსა და ბაზრობებში აქტიური მონაწილეობა.

დამატებითი მოთხოვნები:


  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
  • პროდუქტებსა ან ტექნიკის მიმართულებით);
  • სასურსათო და ტექნიკური პროდუქციის სპეციფიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:https://wrk.ge/Kng6eBx7NA


კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
22 სექტემბერი - 22 ოქტომბერი