standart

ბუღალტერი

28 October - 02 November
Details
Address
Tbilisi
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.


მოვალეობები:


  • ბანკის ოპერაციების და ამონაწერების გატარება;
  • შედარების აქტებზე მუშაობა;
  • მომწოდებლების ბარათების კონტროლი;
  • დებიტორების ბარათების კონტროლი და შედარების აქტების წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:


  • უმაღლესი ეკონომიური განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • 1C ERP სისტემის ცოდნა და მასში ბუღალტერიის წარმოების გამოცდილება.
  • საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. გუნდის მართვის უნარი
  • კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.10.2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308


აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/XyCoUwWbXd


შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

28 October - 02 November