"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო
მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების
მიმართულებით - ფოთში.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის
-"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს
საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ
გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის
განახლება, კონფიგურაცია
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული
ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება
- მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და
გამართვა
- მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება
- ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და
ინსტრუქციების დაცვა
- EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა. უპირატესობა მიენიჭებათ
საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
- საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი
ტარიფით გამომუშავებას;
- სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია
ცვლების მიხედვით გადანაწილება;
- საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები):
1300-2200₾;
- საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის
ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
- საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
- პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
- სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო
საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;
- ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,
აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური
მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი
რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა
შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის
გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/JTbKyWnd