საერთაშორისო სამედიცინო კომპანია BTL-ი,რომელიც 32 წელია აწარმოებს და ანვითარებს სამედიცინო და ესთეტიკურ აპარატებს, აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკური მიმართულებისრეგიონალური გაყიდვების წარმომადგენლისპოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ესთეტიური მიმართულების გაყიდვების სტიმულაციისთვის მიზანდასახულ, მოტივირებულ რეგიონალურ გაყიდვების წარმომადგენელს. კანდიდატის მოვალეობა იქნება: მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, დაამყაროს მათთან კარგი კონტაქტი და მაღალ დონეზე წარადგინოს ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიები.
წარმომადგენლის ძირითადი მოვალეობები:
ესთეთიური მედიცინის მიმართულებით იძიოს გაყიდვის ახალი შესაძლებლობები.
ესთეტიური მედიცინის ექიმებს და კოსმეტოლოგებს წარუდგინოს და დანერგოს ესთეტიური მედიცინის ინოვაციური ტექნოლოგიები.
დაამყაროს ახლო-საქმიანი ურთიერთობები კლიენტებთან და გააფართოვოს მომხმარებლებთა სია.
კლიენტებისთვის ჩაატაროს დანადგარების პრეზენტაცია და დემონსტრაცია.
თვეში მოიზიდოს მინიმუმ 10 პოტენციური მყიდველი.
თვალი ადევნოს კონკურენტების აქტივობებს ადგილობრივ ბაზარზე.
იმუშაოს CRM სისტემაში და კლიენტების მონაცემების ბაზასთან.
გამოიყენოს SMM შესაძლებობები ახალი მომხმარებლების მოზიდვისთვის.
მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირებაში, გაყიდვების მიმართულებით.
სამედიცინო ან ბილოლოგიური განათლების მქონე პირებს მიენიჭება უპირატესობა.
გაყიდვების სფეროში გამოცდილება - 1 წელზე მეტი.
მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტებთან კომუნიკაციის და პრეზენტირების უნარი - უმაღლეს დონეზე.
ბაზრის ანალიზი და ეფექტური სტრატეგიების შექმნა - მაღალ დონეზე.
მზაობა მოკლე და გრძელ ვადიან მივლინებებში გამგზავრება და ადგილობრივ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა.
Microsoft Office-ის,Google Sheet-ის და CRM სისტემების ცოდნა.
ქართული ენის ცოდა - თავისუფლად, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - სავალდებულოა