სტანდარტული

სოციალური მედიის მენეჯერი

05 ნოემბერი - 08 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1200-1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.


კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. 


www.bms.ge


სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N64

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 – 18:00სთ.

ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი, ნეტ.


ფუნქცია-მოვალეობები:


  • კომპანიისა და პარტნიორი ბრენდების სოციალური მედიის არხების მართვა.

  • ბრენდების სოც.მედია სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი ტაქტიკებით აღსრულება.

  • სოც.მედია კალენდრის შექმნა

  • სამიზნე აუდიტორიის შესწავლა და შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება

  • სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია: ბრიფების გაწერა და შესრულების მონიტორინგი.

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია

  • კომპანიის/ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა

  • კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა 

  • საკუთარი თავისა და, შესაბამისად, კომპანიის, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა

  • საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება

  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან


მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით)

  • მარკეტინგის ელემენტარული პრინციპების ცოდნა

  • აუცილებელია ქართული ენის გრამატიკის კარგად ცოდნა

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

  • სასურველია ქოფირაითინგის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა

  • საჭიროა საოფისე პროგრამების ცოდნა ელემენტარულ დონეზე


თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებებს!


„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,   კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“


მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 ნოემბერი - 08 ნოემბერი