კომპანია: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“
მდებარეობა: (თელავი მოლი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30)
დასვენების დღე: კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900ლ + ბონუსი;
ჩვენს შესახებ:
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ 29 წ. წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ხოლო მომსახურება — პროფესიონალიზმითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა განვითარებას, მოტივაციასა და გუნდურ მუშაობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალის შეუფერხებელი ოპერაციული მართვა
- ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
- სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
- სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
- თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების წარმოება;
- კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
- საოფისე პროგრამების ფლობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
პიროვნული თვისებები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია
- მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.