სტანდარტული

AML სამსახურის უფროსი

21 ოქტომბერი - 20 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია "ინექს ფეი" აცხადებს ვაკანსიას AML სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.

InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით, შეძლებთ სწრაფად და უსაფრთხოდ გაგზავნოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები Inteliexpress-ის სისტემით, შეასრულოთ გადარიცხვები ევროპისა და აზიის საბანკო ანგარიშებზე, გადაცვალოთ ვალუტა და გადაიხადოთ გადასახადები

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო დღე) 
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით)
გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი)

საქმიანობის აღწერა: 

  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსება და საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა;
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი ანგარიშგებების (CTR; STR) წარდგენა;
  • კლიენტების შესწავლა და ანალიზი (CDD);
  • ტრანზაქციების ონლაინ და ოფლაინ მონიტორინგის განხორციელება;
  • საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების შესაბამისი პორტალების მონიტორინგი და ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;
  • პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მხარდაჭერა, KYP (Know Your Partner) პროცესით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/განახლების მიზნებისთვის;
  • AML პროცესების შემუშავება და ოპტიმიზაცია; AML ამოცანების ფორმირება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • AML პოლიტიკა/პროცედურების განახლება და იმპლემენტაცია;
  • AML სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა, პრობლემური ქეისების მხარდაჭერა.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

  • საბანკო / საგადახდო სფეროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის, მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალი დონის ცოდნა;
  • Excel-ის მაღალი დონის ცოდნა; 
  • ეფექტური წერითი და ვერბალური უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

,,ინექს ფეი’’ გისურვებთ წარმატებებს!

კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
21 ოქტომბერი - 20 ნოემბერი