სტანდარტული

საბანკო მოწყობილობების რემონტის ინჟინერის თანაშემწე

22 ოქტომბერი - 21 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1100-1200 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების რემონტის ინჟინერის თანაშემწე,
ქალაქში - თბილისი,
 
 "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.  
 
 ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
 
 
სამუშაო ადგილი: დიღომის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას) 
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ (1სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • საბანკო მოწყობილობების ინჟინერის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • საბანკო მოწყობილობების დაზიანების დონის შეფასება და მოწყობილობების სორტირება;
  • საბანკო მოწყობილობების დაშლა და აწყობა, დაზიანებული ნაწილის შევცლა;
  • სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება პროტოკოლის შესაბამისად.
მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად, 1100-1200₾ (NET/ხელზე ასაღები);
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
            

მისამართი
პიმენ ყურაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
22 ოქტომბერი - 21 ნოემბერი