პრემიუმი

შოკოლატერის დამხმარე (დროებითი პოზიცია)

30 ოქტომბერი - 29 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
73 ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
საშუალო განათლება
უნარები
სწრაფად მუშაობის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ვაკანსიის აღწერა

"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას შოკოლატერის დამხმარის დროებით პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

ჩვენ ვართ პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს.

პოზიციის აღწერა:

გვჭირდება პასუხისმგებელი და დეტალებზე ორიენტირებული თანამშრომელი, რომელიც დაგვეხმარება პრემიუმ კლასის შოკოლადის პროდუქციის დამზადებაში, შეფუთვასა და აწყობაში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გაეცნოთ შოკოლადის წარმოების პროცესს და იმუშაოთ გამოცდილი შოკოლატერის გუნდთან ერთად.


ძირითადი მოვალეობები:

  • გამოცდილი შოკოლატერის ზედამხედველობით პროდუქციის მომზადებაში დახმარება;
  • პროდუქციის შეფუთვა და აწყობა;
  • ინგრედიენტების მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით დასაწყობებაში დახმარება;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • მითითებული საქმის ზედმიწევნით და ყურადღებით შესრულება;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღების დეტალებზე გამახვილების უნარი;
  • კონდიტერად ან სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


პირობები:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00

ხელშეკრულების ვადა: 1,5 - 2 თვე (დროებითი თანამშრომლობა)

ანაზღაურება: 70 ლარი დღეში


დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV

გისურვებთ წარმატებებს!



მისამართი
73 ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
30 ოქტომბერი - 29 ნოემბერი