პრემიუმი

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

31 ოქტომბერი - 30 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"ორკინი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი)

"ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტების (გარე და შიდა სივრცეების) შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება;
  • სპეციალური მასალებისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენება დადგენილი რეგულაციების შესაბამისად;
  • დერატიზაცია/დეზინსექცია/დეზინფექციის სამუშაოების შესრულება;
  • ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება ობიექტებზე;
  • ტექნიკური აპარატურის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ჰიგიენა-სანიტარიისა და შენობების მოვლის საკითხებზე;
  • სამუშაო დოკუმენტაციის, ვიზიტებისა და გახარჯული რესურსების შესაბამის პლატფორმაზე აღრიცხვა;
  • მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • დამკვეთების შენიშვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
  • თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან.
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებელი (გადამზადების კურსები);
  • სასურველია, (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
შენ იქნები იდეალური კანდიდატი, თუ:

  • გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის ტარების მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლიანი;
  • არ გაშინებს ტექნიკური, პრაქტიკული სამუშაო;
  • გსურს კარიერა სტაბილურ, მოთხოვნად და საერთაშორისო სფეროში;
  • შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან;
  • ხარ ფიზიკურად აქტიური;
  • გაინტერესებს მომსახურების ხარისხზე და ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
რას გთავაზობთ ჩვენ?

  • კომპანიის ავტომობილი საწვავით, სამუშაო მიზნებისთვის;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად;
  • დარგის პროფესიონალურად შესწავლა და სხვადასხვა სახის ტრენინგები;
  • მუდმივი მხარდაჭერა კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან;
  • კარიერული განვითარება.
ჩვენი დამკვეთები არიან:

  • კვების, სასმლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიები; სასტუმროები, რესტორნები და კაფეები; საცალო ქსელები და კომერციული ობიექტები; კლინიკები; საცხოვრებელი კომპლექსები; საწყობები, ინდუსტრიული შენობები და სხვ.
რატომ ორკინი?

  • მომსახურების სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება;
  • კარიერა, რომელსაც გლობალური სტაბილურობა და ადგილობრივი მხარდაჭერა აქვს;
  • მუდმივი სწავლება და განვითარება დარგში და კარიერაში;
  • ჩვენთან თქვენ შექმნით ან განაახლებთ თქვენს რეზიუმეს გლობალურ ბრენდთან და მის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად.
განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია!

  • უნდა იყო მომსახურებაზე ორიენტირებული — გქონდეს შინაგანი სურვილი, დამკვეთს ხარისხიანად მოემსახურო;
  • საჭიროა ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა — გქონდეს სწავლის სურვილი და მზაობა ახალი ცოდნის მუდმივად ათვისებაზე;
  • იყო შრომისმოყვარე, ამოცანების გადაჭრის მოტივით მოქმედი და მიზანმიმართული;
  • უნდა შეგეძლოს ახალი დარგის სწრაფად ათვისება - საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად;
  • გქონდეს პოზიტიური, იმედიანი დამოკიდებულება ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმართ;
  • უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღება და გამოყენება პროგრესისთვის — სამართლიან შენიშვნებზე სწორი რეაგირება და თვითგანვითარება;
  • გქონდეს დროის შეგრძნება — მოახერხო სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება;
  • მუდმივად ცდილობდე, იყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, ყურადღებით ეპყრობოდე დეტალებს და არ გაგაღიზიანოს რუტინულმა პროცესებმა;
  • იყო ფიზიკურად აქტიური, რათა შეძლო გარე და შიდა სამუშაოების შესრულება;
  • გქონდეს მზაობა უნიფორმის ტარებაზე, საჭირო აღჭურვილობით მუშაობაზე და მობილურ აპლიკაციებთან და ელ-ფოსტასთან დაკავშირებულ ამოცანებზე რეაგირებაზე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან/და სამუშაო დღეებში, 09:00-18:00 საათებში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 18 41 42.

31 ოქტომბერი - 30 ნოემბერი