პრემიუმ +

ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი)

11 ნოემბერი - 14 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-2000 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის (რეცეფციის თანამშრომელი) პოზიციაზე:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1000₾-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენთან დაგხვდებათ: 

  • ღიმილიანი გუნდი, 
  • მზარდი ანაზრაურება,
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV). 

მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
11 ნოემბერი - 14 ნოემბერი