ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი,
ქალაქში - თბილისი,
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
ფიქსირებული ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000ლარი, დამატებით: ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან. საშუალო თვიური შემოსავალი: 3000 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- კომპანიის საერთო მიზნების გათვალისწინებით, გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე სამიზნე კლიენტების განსაზღვრა;
- ახალი კლიენტების მოძიება და არსებულების შენარჩუნება;
- კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ რეგულარული შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დემოების ჩატარება;
- კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გუნდის ჩართვა;
- კომერციული წინადადებების ფორმირება და ფასის მოლაპარაკება;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, არსებულ პარტინიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა;
- ხელშეკრულების მომზადება და მათი გაფორმების სრული კორდინაცია, გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
- ბაზრის ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების თვალყურის დევნება;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიაში მიმდინარე კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
- გაყიდვების ანგარიშების მომზადება და მათი მენეჯმენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან წარდგენა;
- CRM სისტემაში მონაცემების მართვა და ანგარიშგება;
- კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ეკონომიკის მიმართულებებს);
- Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე;
- ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
- პროექტების მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების კანონდმებლობით განსაზღვრულ ქვედა ზღვარზე გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
- Fitpass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენს რეზიუმეს შევინახავთ არა უმეტეს 1 წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: