ეს არის ადგილი, სადაც ვენის ტრადიციები, მყუდრო ატმოსფერო, ხარისხიანი სერვისი და ნამდვილი გუნდური მუშაობა ერთიანდება.
ჩვენ ვართ ავსტრიული ფრენჩაიზის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რომელიც თავდაპირველად ვენაში დაარსდა. 2018 წლიდან Coffeeshop Company წარმატებით ვითარდება საქართველოში, ქმნის სივრცეს, სადაც სიამოვნებით ბრუნდებიან როგორც სტუმრები, ისე გუნდის წევრები.
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი წარმატების მთავარი გასაღებია, სწორედ ამიტომ ვეძებთ ახალ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად განვითარდნენ.
თუ გიყვართ ყავა, აფასებთ წესრიგს, ინიციატივას და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში!
ვაცხადებთ ვაკანსიასმზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
უნარები რომლებსაც ველით მზარეულის დამხმარისგან:
პასუხისმგებლობა და სისუფთავე
ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
სტრესულ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
გუნდურობა და დისციპლინა
დეტალებზე ყურადღება და სიზუსტე
ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია (ხშირად – ინგლისურის საბაზისო ცოდნაც საჭიროა)
ბენეფიტები:
ტრანსპორტირება
კვება
სამოტივაციო საბონუსე სისტემა
სამუშაო სმენების არჩევა შეგეძლებათ რამოდენიმე გრაფიკიდან.
მისამართები: ილო მოსაშვილის 11
კოტე მარჯანიშვილის 5
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.