კომპანია Mycorner.ge აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია Mycorner.ge არის მულტიფუნქციური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც წლებია მუშაობს ექსკლუზიური მოდელით და სთავაზობს მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას, შეფასებას საერთაშორისო სტანდარტით.
სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44; გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი. სამუშაო პერიოდი: 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
განვითარების შესაძლებლობა;
სრული იურიდიული, მარკეტინგული და ტექნიკური მხარდაჭერა;
მაღალი ბონუსური სისტემა;
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
ინდივიდუალური ბაზის შექმნა;
უძრავი ქონების პორტფელის შექმნა;
მოლაპარაკების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/ან ბოლო კურსის სტუდენტი;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობა;
ორგანიზებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
შედეგებზე ორიენტირებულობა;
დროის მართვის უნარი;
თუ გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@mycorner.ge
Mycorner.ge მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!