GMC Motors — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი მოწინავე იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან და 2013 წელს განახორციელა რებრენდინგი.
კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol-ის, ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით.
GMC Motors აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე მრავალი ბიზნეს-რეიტინგითა და ჯილდოთი.
პოზიციის მიზანი :
მოლარე-ოპერატორი უზრუნველყოფს სალარო და გაყიდვების ოპერაციების სწორ, ზუსტ და დროულ წარმართვას.
პოზიციის მიზანია კომპანიაში ფინანსური დისციპლინის, სალარო ოპერაციების გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
ძირითადი მოვალეობები :
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
საქონლის რეალიზაცია FINA სისტემაში და გადახდების გატარება;
გაყიდვების პროცესში დოკუმენტაციის (ზედნადებები, ინვოისები, ანგარიშფაქტურები) ფორმირება და მართვა;
სალარო აპარატზე ჩეკების დაბეჭდვა და თვის ბოლოს სალარო ოპერაციების შედარება;
სალაროს წიგნის წარმოება და ფინანსურ განყოფილებასთან დღის ანგარიშგება;