სტანდარტული

უძრავი ქონები აგენტი

14 ნოემბერი - 14 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
ჯანო ბაგრატიონის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
3000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
11:00 - 19:00
ენები
ქართული
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე
განათლება
საშუალო განათლება
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

უძრავი ქონების სააგენტო "Finders" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტი პოზიციაზე.


შესაძლებლობა გაქვთ, შემოუერთდეთ გამოცდილ გაყიდვების გუნდს, აითვისოთ ახალი პროფესია, ან განავითაროთ თქვენი, უკვე არსებული, უნარები. ჩვენთან თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა, შესაბამისად დანახული და დაფასებული იქნება.


სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი/გარე ლოკაციები

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 + ბონუსი (მოსალოდნელი ანაზღაურება 3000+)

სტაჟირების პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)

 

სამუშაოს აღწერა:

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება, პოტენციურ კლიენტებთან, უშუალოდ გასაყიდ/გასაქირავებელ ობიექტზე შეხვედრა, პროექტის წარდგენა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა, მსგავსი ვარიანტების შეთავაზება და პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობის გაგრძელება, ქეისის დახურვამდე.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:


  • უძრავი ქონების ყიდვით ან ქირაობით დაინტერესებული ადამიანების მოძიება
  • უძრავი ქონების გაყიდვით ან გაქირავებით დაინტერესებულ ადამიანებთან მოლაპარაკება
  • ბინის შეძენით ან ქირაობით დაინტეერსებულ ადამიანებთან სატელეფონო კომუნიკაცია
  • პოტენციური კლიენტებისთვის შეხვედრების ორგანიზება
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და უძრავი ქონების პრეზენტაცია
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, ქეისის დახურვამდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

პერსონალური თვისებები:


  • პუნქტუალურობა
  • შრომის შინაგანი ეთიკა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • მომხმარებლის საჭიროების გაგებისა და გააზრების უნარი
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი

ჩვენი უპირატესობები:


  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება
  • სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა
  • სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის
  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო

გთხოვთ, 30 ნოემბრის ჩათვლით  გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

მისამართი
ჯანო ბაგრატიონის ქუჩა, თბილისი, საქართველო
14 ნოემბერი - 14 დეკემბერი