კომპანია MYDELIVER ეძებს გუნდის ახალ წევრს ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
მადელივერი
არის გადამზიდი კომპანია რომელიც უზრუნველყოფს ამანათების ტრანსპორტირებას ისეთი ქვეყნებიდან
როგორიცაა: ჩინეთი, თურქეთი,საბერძნეთი,ამერიკა.
ჩვენ ვართ ერთგვარი შუამავალი უცხოურს მაღაზიებსა და მათ მომხმარებლებს შორის.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ დასაქმებას;
კომფორტულ და მეგობრულ ოფისურ გარემოს;
ცვლებში შეთანხმებულ, თქვენზე მორგებულ სამუშაო საათებს;
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ჩატი და სატელეფონო);
ამანათების მონიტორინგი სისტემასა და საწყობში;
რეისების სტატუსის განახლება და მომხმარებლის ინფორმირება საჭირო დეტალებით;
ადმისტრაციული ოფისური სამუშაოების შესრულება;
საჭირო უნარები:
კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება;
პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის უნარი;
სწრაფი რეაგირება მომხმარებლის კითხვასა თუ პრობლემაზე;
სასურველია:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საშუალო განათლება;
სამუშაოს ტიპი: ცვლები შეთანხმებით
დილის სმენა: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-15:30
ყოველი მეორე შაბათი: 11:00-16:00
კვირა: დასვენება
საღამოს სმენა:ორშაბათი-პარასკევი: 15:30-21:00
ყოველი მეორე შაბათი: 11:00-16:00
კვირა: დასვენება
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნეთ აქვე ან მითითებულ ელ.ფოსტაზე: mydeliverge@gmail.com