პრემიუმი

კომერციული მენეჯერი

28 ნოემბერი - 28 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
დავით სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
მენეჯმენტი

ვაკანსიის აღწერა

    კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.


     ამ ეტაპზე „მასტერ კოფი’ აცხადებს ვაკანსიას  კაფეების ქსელის „ კოფისტას“- კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • Coffee shop-ის ყოველდღიური ოპერაციების მართვა/კოორდინაცია, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  •  გაყიდვების და კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა, მარკეტინგული სტიმულირების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
  •  გაყიდვების ანალიზი, ანგარიშგება და მაჩვენებლების მართვა;
  •  პროდუქტის ასორტიმენტის, ფასებისა და აქციების დაგეგმვა;
  •  კაფის ქსელების გაფართოებაზე ზრუნვა, კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
  •  ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტის ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება;
  •  მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა და გუნდის მუშაობის მართვა/მონიტორინგი;
  •  კომერციული საქმიანობის მხარდაჭერა;
  •  ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ხარჯების კონტროლი·  
  •  ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოს შესწავლა/ ანალიზი. არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა და მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესში;

მოთხოვნები:


  •  განათლება- ბიზნეს ადმინისტრირების ან/ და ფინანსების მიმართულებით სასურველია;
  •  მსგავს პოზიციაზე ე.წ .HoReCa მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა  ;
  •  MS Office  პროგრამების (Word, Excel, PowerPoint)   სრულყოფილი ცოდნა;
  •  ინგლისური/ან რუსული ენის ფლობა აუცილებელია;
  •  ანალიტიკური უნარები და კომერციული ხედვა;
  •  ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  გუნდის ეფექტურად მართვის და დელეგირების უნარი;
  •  პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:


  • ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- სამშაბათი; 9:00 –18:00;
  • სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი.დ. სარაჯიშვილის გამზირი 39ა.
  • განსაზღვრული რაოდენობის საწვავით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ულიმიტო სასაუბრო;
  • Fitpass-ის შესაძლებლობა;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებებს!

 

 

კატეგორია
დისტრიბუცია
მისამართი
დავით სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
28 ნოემბერი - 28 დეკემბერი