სტანდარტული

მიმტანი

02 დეკემბერი - 01 იანვარი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Fabrika აცხადებს ვაკანსიას მიმტანი პოზიციაზე.


სამუშაოს მიზანი:

მიმტანის სამუშაოს მიზანია სტუმრებისთვის სწრაფი, თავაზიანი და სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი კმაყოფილების და ლოიალობის ზრდას. იგი პასუხისმგებელია მომსახურების სივრცეების მოწესრიგებაზე, მენიუს სრულყოფილად ცოდნასა და შეკვეთების სწორად შესრულებაზე, რაც პირდაპირ აისახება სტუმრის საერთო გამოცდილებაზე.

ძირითადი მოვალეობები:


  • უზრუნველყოს რესტორნის სივრცის მომზადება სამუშაო დღის დასაწყისში — მაგიდების გაწყობა, ტექსტილისა და ჭურჭლის მარაგის შევსება, ტერიტორიის ვიზუალური მოწესრიგება;
  • სამუშაოს დაწყებამდე გადაამოწმოს სამზარეულოში არსებული იმ დღის STOP/START პოზიციები და გაუზიაროს ეს ინფორმაცია კოლეგებს;
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას რესტორნის მენიუს შესახებ, მათ შორის ყველა საკვების და სასმელის ინგრედიენტებზე და ალერგენებზე;
  • გაწეული მომსახურების შემდეგ მოიპოვოს სტუმრის უკუკავშირი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია გაუზიაროს უშუალო ხელმძღვანელს;
  • გაყიდვების ტექნიკების გამოყენებით მოახდინოს მენიუში არსებული კერძებისა და სასმელების აქტიური შეთავაზება;
  • ჯავშნების არსებობისას უზრუნველყოს სტუმართა სწორად განთავსება მაგიდებზე, კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
  • აკონტროლოს შეკვეთების სისტემაში ასახვა და გადახდის სისწორე — დარწმუნდეს, რომ ყველა ანგარიში დაფარულია ნაღდი ფულით, ბარათით ან დარიცხვით და ჩეკზე მითითებულია სტუმრის სრული სახელი, გვარი და ხელმოწერა;
  • დასრულებული სერვისის შემდეგ შეავსოს და მოწესრიგებულად დატოვოს მაგიდები (სთეიშენები) საუზმის მომზადების მიზნით;
  • რესტორნის დახურვამდე უზრუნველყოს სივრცის სრული მოწესრიგება — მაგიდების წმენდა, სკამების გასწორება, განათების და მუსიკის გამორთვა;
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს შეასრულოს სისტემური/დახურვის პროცედურები კომპანიის სტანდარტების სრული დაცვით;

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/0hv819IBYg
სოციალური ქსელები
02 დეკემბერი - 01 იანვარი