საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი, ნუტრილონი, ბიუბხენი, ნუკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს თბილისში, ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- რეკრუტინგის მიმართულებით, ვაკანსიის გამოცხადებიდან კადრის დანიშვნამდე სრულ ციკლში მონაწიოლების მიღება.
- ადმინისტრაციულ ნაწილში, კერძოდ ხელშეკრულებები/ბრძანებების მონიტორინგი და დაკოპლეტქებაში მონაწიოლება.
- შესრულებული სამუშაოს რეპორტის სახით გადმოცემა.
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვასხვა სახის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ამ სფეროს შესწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული, ორგანიზებულ ი და მოტივირებული კანდიდატი.
- MS Office - ის ცოდნა.
სხვა უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00- 18:00;
- მისამართი: თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N 113დ.
- ანაზღაურება კანდიდატთან შეთანხმებით.
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."