„ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია თბილისში, ახალი ფილიალებისათვის (საბურთალო, დიღომი, ბარნოვი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება;
- თაროების რეგულარულად შევსება და განახლება;
- ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
გრაფიკი: მცოცავი 10:00 – 16:00 ან 16:00 – 22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1300 ლარამდე ( 900 ფიქსირებული + ბონუსი);
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებებს!