პრემიუმი

ტექნიკური მენეჯერი ტაქსოპარკში

19 იანვარი - 18 თებერვალი
დეტალები
მისამართი
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500-3000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
ენები
ქართული, Русский, English
დეპარტამენტი
მენეჯმენტი
დასვენების დღეები
კვირა

ვაკანსიის აღწერა

ვაკანსია: ტექნიკური მენეჯერი ტაქსოპარკში

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი


კომპანიის შესახებ:


კომპანია ოპერირებს მზარდ ტაქსოპარკს, რომლის ფლოტში შედის ჰიბრიდული, ბენზინზე მომუშავე და ელექტრო ავტომობილები. ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც იზრუნებს ავტოპარკის უსაფრთხო და საიმედო ტექნიკურ მდგომარეობაზე და შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას როგორც სერვისცენტრებთან, ისე მძღოლებთან და მომწოდებლებთან.


ძირითადი მოვალეობები:


  • ტაქსოპარკის ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი
  • გეგმიური სერვისების დაგეგმვა და ორგანიზება (ზეთები, ფილტრები, საბურავები, გეგმიური ТО და სხვ.)
  • ავტომობილების დიაგნოსტიკის ორგანიზება და მიღებული პასუხების ანალიზი (საბაზისო კოდების სწორი წაკითხვა და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა)
  • ავტოსერვისებთან და ხელოსნებთან ყოველდღიური კომუნიკაციასამუშაოების შეთანხმება, ვადებისა და ხარისხის კონტროლი,შესრულებული სამუშაოების მიღება
  • ავტონაწილების, ზეთებისა და სხვ მასალების მომწოდებლებთან ურთიერთობა, ფასების შედარება და ოპტიმალური შემოთავაზებების შერჩევა
  • შესრულებული სერვისებისა და ტექნიკური სამუშაოების აღრიცხვა (ცხრილში/პროგრამაშირა გაკეთდა, რომელ მანქანაზე, რა თარიღში, რა ღირებულებით)
  • ხარჯების კონტროლიზედმეტი და არამიზნობრივი ხარჯების გამოვლენა და მინიმიზაცია
  • მძღოლებისგან ტექნიკური ხარვეზების მიღება და შესაბამის ხელოსანზე/სერვისზე გადამისამართება
  • პარკის მენეჯერთან და მფლობელთან მოკლე რეგულარული ანგარიშგებამიმდინარე სამუშაოების, დგომაში მყოფი მანქანების და დაგეგმილი სერვისების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • ავტომობილების თემისადმი რეალური ინტერესი და ზოგადი ტექნიკური ცოდნა
  • სასურველია მინიმუმ 1 წლის გამოცდილებაავტოსერვისში, ან სატრანსპორტო კომპანიაში/ტაქსოპარკში, ან ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაში (პრაქტიკული ჩართულობა)
  • თანამედროვე ავტომობილების საბაზისო ცოდნა (სასურველია ჰიბრიდული სისტემების გამოცდილებამაგალითად Toyota Prius და ..)
  • ავტო დიაგნოსტიკის საბაზისო გაგება (OBD/სკანერი, შეცდომის კოდების მნიშვნელობის გაგება) — ჩაითვლება უპირატესობად
  • Excel-ის ან ანალოგიური ცხრილების პროგრამის ელემენტარულ დონეზე ფლობა
  • კარგი ორგანიზებულობარამდენიმე ავტომობლის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად დაყენების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობაშეცდომის აღიარებისა და გასწორების მზაობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი (მრავლობითი ზარები, დინამიკური დღე, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება)
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც მძღოლებთან, ისე ხელოსნებთან და სერვისცენტრებთან
  • მართვის მოწმობა კატეგორია Bსავალდებულო

პირადი უნარები:


  • პასუხისმგებლიანობა და სიზუსტე
  • დისციპლინა და დროის მართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • კონფლიქტების მშვიდი და კონსტრუქციული მართვის უნარი
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია

რას გთავაზობთ:


  • სტაბილური დასაქმება განვითარებად ტაქსოპარკში
  • მეგობრული, მაგრამ დისციპლინირებული სამუშაო გარემო
  • ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (დეტალები განიხილება გასაუბრებაზე)
  • განვითარების პერსპექტივაშესაძლებლობა ეტაპობრივად გახდეთ სრულფასოვანი ტექნიკური ბლოკის ხელმძღვანელი

 ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსები + წლიური დანამატი +პარტნიორის შემოსავალი


ფიქსირებული ხელფასი იზრდება ყოველწლიურად!


სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი ფოტოსურათით 

მისამართი
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
19 იანვარი - 18 თებერვალი