პრემიუმი

მაღაზიის მენეჯერი

20 იანვარი - 19 თებერვალი
დეტალები
მისამართი
64 ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1-2 წელი
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
პასუხისმგებლიანი, გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ჰოლდინგის გუნდი ახალ სივრცეს - Ø Store-ს ქმნის, რომელშიც მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც პროდუქციის შერჩევა, ასევე F&B მომსახურების მიღება; მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ცნობილი კონცეპტუალური სივრცეების წამყვანი ევროპული ბრენდები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, დეკორი და სხვა).

Ø Store-ის გუნდში ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის #64
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სახელფასო განაკვეთი: თვიური 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან, დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
  • მაღაზიის სივრცეში განთავსებული პროდუქციისა და სამუშაო არეალის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება, ნივთების სტანდარტების შესაბამისად განლაგების უზრუნველყოფა
  • მერჩენდაიზინგის გაიდლაინების დაცვა და სათანადო ანგარიშების წარმოება
  • ობიექტის F&B სივრცის (არაალკოჰოლური სასმელების ბარის) მართვა, მენიუს ცოდნა და პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • კონსულტანტთა გუნდის მართვა, მათი სამუშაო განრიგის შედგენა/რედაქტირება და ადმინისტრირებითი საკითხების მართვა
  • მარაგების მართვა, სათანადო ეფექტური კომუნიკაციის დამყარება პასუხისმგებელ პირებთან
  • გაყიდვების გეგმების ანალიზი და მონიტორინგი
  • მომხმარებელთა გამოცდილებასა და მათი მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, საჭიროებების კვლევა
  • გადახდების პროცესის მართვა და თანამშრომელთა სათანადო დატრენინგება
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
მისამართი
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
20 იანვარი - 19 თებერვალი