პრემიუმ +

მიმტანი

04 თებერვალი - 09 თებერვალი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1200-1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

 „რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. 


ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: 1200₾-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)


ფუნქცია-მოვალეობები:


  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;

  • რესტორანში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;

  • სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;

  • ანგარიშსწორების წარმოება;

  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:


  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • თავაზიანობა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • გუნდურობა;

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ:


  • ღიმილიანი გუნდი,

  • მზარდი ანაზღაურება,

  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).


ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი)  თვის განმავლობაში.  

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com,   რეზიუმეს გამოგზავნისას „თანახმა ვარ“. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 თებერვალი - 09 თებერვალი