„რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: 1000₾-1300₾ (ზრდის პერსპექტივით)
ფუნქცია-მოვალეობები:
შესაბამისი სივრცის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ჩვენთან დაგხვდებათ:
ღიმილიანი გუნდი,
მზარდი ანაზღაურება,
ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).